ავღანეთის სახელისუფლო ძალებმა კუნდუზზე კონტროლი აღადგინეს. ქალაქის პოლიციის უფროსის, ჯანგალ ბაგჰის თქმით, დღეს დილიდან ჯარისკაცები ქალაქს ჯიჰადისტებისგან წმენდენ. მასირებული იერიშები თალიბანმა ქალაქზე 2 დღის წინ დაიწყო და კუნდუზის ცენტრალურ რაიონებამდე შეაღწია. შეტაკებებს ერთი ავღანელი პოლიციელი ემსხვერპლა, 4 კი დაიჭრა.