რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიაში საკუთარი მისიის შესრულება ვერ შეძლო და საერთაშორისო კოალიციის დამსახურებებს საკუთარ თავზე მიიწერს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთმა ბოლო 7 თვის განმავლობაში სირიაში ვერცერთი წარმატებული ოპერაცია ვერ განახორციელა, თუმცა ამის აღიარება არ სურს. ცნობილი ხდება ისიც, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიის საკითხზე ყველანაირი მოლაპარაკება შეაჩერა. ერნესტის თქმით, დიალოგის გაგრძელებას, უბრალოდ, აზრი აღარ აქვს.