თურქეთში საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივეს. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ერდოღანმა მტავრობის სხდომაზე გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების რეკომენდაციით მინისტრთა კაბინეტს თურქეთის უშიშროების საბჭომ მიმართა. საგანგებო რეჟიმი თურქეთში 15 ივლისის შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოქმედებს.