მალიში გაეროს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა განხორციელდა. ამბოხებულებმა ცეცხლი ქალაქ აგუელხოკში მდებარე ბანაკს გაუხსნეს. შეტაკებებს ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. გარდაცვლილი ჩადის მოქალაქეა. საერთაშორისო სამშვიდობო მისია მალიში 2013 წლის აპრილიდან იმყოფება.