“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს.
დეპუტატობის კანდიდატი დღეს მანგლისის მოსახლეობას შეხვდა. საუბარი შეეხო მანგილისის გაზიფიცირების საკითხს. როგორც ჩანქსელიანმა აღნიშნა, მომავალი წლისთვის ეს პრობლემა გადაჭრილი იქნება და მანგლისის მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს.