იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ნიუ იორკის კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევას გადის. ამის გამო მან სასამართლო პროცესზე მისვლა ვერ შეძლო. პროცესი 15 დეკემბრისთვის გადაიდო. ბერლუსკონიმ რამდენიმე თვის წინ გულის ოპერაცია გადაიტანა. გასულ კვირას კი მისი მდგომარეობა გაუარესდა. 80 წლის პოლიტიკოსს სასამართლო ქრთამის სახით 11 მილიონი ევროს გაცემაში სდებს ბრალს. ბრალდების მხარის მტკიცებით, სოლიდური თანხა ბერლუსკონიმ რამდენიმე პირს გადაუხადა, რომლებიც მას არასრულწლოვანებთან სექსუალურ ურთიერთობასა და ორგიების მოწყობაში ადანაშაულებდნენ.