დღეს, 1-ელ ივნისს, 13:00 საათზე, ახალი პოლიტიკური ძალის "თეთრი მოძრაობა" ("თეთრები") ოფისში (ღამბაშიძის 4) შედგება პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "თეთრების" პრესცენტრიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, განხილული იქნება ის შენიშვნები და რჩევები, რომლებიც მიღებულია სტრასბურგიდან ევროპელი ექსპერტებისაგან.
სამუშაო ჯგუფი შეხვედრის შემდეგ, 14:00 საათზე, გააკეთებს განცხადებას პრესისა და ტელევიზიისთვის.