თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი საუბრის ფარულ ჩაწერასთან დაკავშირებით დღეს გაიგო.
მისივე თქმით, ყოველთვის საუბრობს პრობლემატიკაზე, რაც ხდებოდა სასამართლო სისტემაში და თავის სიტყვებზე აგებს პასუხს.
„რამე გარიგებებზე, მოლაპარაკებებზე და შეთქმულების თეორიაზე არაფერი მითქვამს. შესაძლებელია, გვარამიამ რაიმე პრობლემატური თემა ახსენა და ალბათ პასუხსაც გავცემდი, მაგრამ რასაც ვსაუბრობ ყოველთვის, იქ ახალი არაფერი ყოფილა. ცუდია, ვინც ავრცელებს ამ ჩანაწერს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებით ომი. ნიკა გვარამიას ბოდიში უნდა მოეხადა ამისთვის, თუმცა მეორეს მხრივ მე არანაირ ოფიციალურ შეხვედრაზე არ ვიყავი და შეეძლო ჩაეწერა“,-ღნიშნა მამუკა ახვლედიანმა და დასძინა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი რაც ხდება ნებისმიერი საჯარო გამოსვლის დროს.