ესტონეთის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი ქალი გახდა. სახელმწიფო მეთაურის პოსტს კერსტი კალიულაიდი ჩაიბარებს, რომელიც არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მას ხმა 98-დან 81-მა დეპუტატმა მისცა. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად კი ხმათა მხოლოდ 2/3 იყო საჭირო. პრეზიდენტის არჩევა ესტონეთის პარლამენტმა აგვისტოში ვერ შეძლო. უშედეგოდ დასრულდა არჩევნების მეორე ტურიც, რომელიც სექტემბერში გაიმართა.