ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებას კომუნიკაციების კომისია კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის და მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც შალვა რამიშვილმა კომისიას "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით მიმართა.
“კომისია შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შალვა რამიშვილის განცხადებას და გაატარებს ზომებს კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. კვლევის სანდოობა უნდა გადამოწმდეს მაუწყებლის მიერ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი გამოქვეყნება, გარდა ამისა გამოქვეყნების დროს არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, რომელათ თაობაზეც უნდა ჰქონდეს აუდიტორიას შესაბამისი ინფორმაცია. მ ყველაფერს კომისია შეისწავლის კომპეტენციის ფარგლებში და მოგვიანებით გაავრცელებს საჯარო განცხადებას ან შესაბამისი ზომების შესახებ ინფრომაციას” - განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესში მედიამონიტორინგის უზურნველყოფა საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული, ამავე კანონმდებლობითაა განსაზღვრული კომისიის კომპეტენციაც.
“საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში განსაზღრულია წესი. ამ წესის დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. ამ არჩევნებზე არაერთ მაუწყებელს დაუფიქსირდა დარღვევა, შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევის ოქმიც შედგა და გაიგზავნა სასამართლოში.” - განაცხადა ხატია ყურაშვილმა.