ფოტოგრაფები, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე, რომელიც განახლებული გამოძიების პირობებში დაზარალებულად არიან ცნობილნი, პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარა.
ჯერ უცნობია საქმის ძიებისას გამოიკვეთა თუ არა რაიმე სიახლე. ფოტორეპორტიორები კვლავ ითხოვენ მათ საქმეზე გრიფის მოხანას, რათა გაირკვეს რის საფუძველზე მოხდა 2011 წელს მათთვის ჯაშუშობის დაბრალება. თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ფოტორეპორტიორები 26 მაისის აქციის დაშლის მასალის გადაღების გამო დააკავეს, იმ ფოტოების, რომელიც მათი განცხადებით შემდგომ რამდენიმე უცხოური მედიასაშუალებით გავრცელდა.
გამოძიებას პროკურატურის ახლადშექმნილი დეპარტამენტი აწარმოებს.