ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციულ არჩევნებში ”ქართული ოცნება” 48-54%-ს მიიღებს, ხოლო მაჟორიტარულში კი - 60-70 კანდიდატს გაიყვანს.
”პარტიულ არჩევნებში, პარტიული სია სადაცაა, მე ვფიქრობ, რომ 48-დან 54%-მდე დიაპაზონში ”ქართული ოცნება” მიიღებს. მინუმუმ 48 და მაქსიმუმ 54 - მე ასე წარმომიდგენია. ასევე მაჟორიტარიულ არჩევნებში, მინუმუმ 60 მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს ”ქართულმა ოცნებამ”. ვიღაცები ამბობენ, რომ მაჟორიტარების ხარჯზე უნდათ გასვლაო. პარტია არის აბსოლუტურად დომინანტი, დიდი უპირატესობით უგებს ყველაზე ახლოში მყოფ, მიმდევარს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაჟორიტარებთან მიმართებაში ბარიერის აწევა მოხდა და გამსვლელი პროცენტი 30-ის ნაცვლად 50% გახდა.
რაც მეორე ტურების ჩატარების საფუძველი გახდება.