კაშმირში კვლავ სროლის ხმა ისმის. ინდურ სამხედრო ბაზაზე გამთენიისას კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა, რასაც ერთი მესაზღვრე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. გაცილებით მასშტაბური თავდასხმა ბარამულის ბაზაზე 18 სექტემბერს მოხდა, რის შედეგადაც 18 ინდოელი სამხედრო დაიღუპა. ინდოელებმა ამბოხებულთა პოზიციებზე საპასუხო იერიში მიიტანეს. ამბოხებულთა დაჯგუფებების მხარდაჭერაში ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს.