მექსიკაში მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა. კოლიმას კრატერიდან დიდი რაოდენობით ვულკანური ფერფლი იფრქვევა. მოსალოდნელი საფრთხის გამო მთისძირა რაიონები 350-მდე ადამიანმა დატოვა. კოლიმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება. 1576 წლიდან დღემდე ის 40-ჯერ ამოიფრქვა.