საფრანგეთის ქალაქ კალეში პოლიციამ დემონსტრანტთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას 200-მდე მიგრანტი და 50-მდე აქტივისტი იღებდა. ისინი ლტოლვილთა ბანაკში, ე.წ. „ჯუნგლებში“ პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. „ჯუნგლებში“ ამ დროისათვის რამდენიმე ათასი მიგრანტი რჩება, რომლებიც ბრიტანეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა წლის ბოლომდე ბანაკის აღების პირობა დადო.