ბელარუსმა რუსეთს ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფი 50 პროცენტით გაუძვირა. დადგენილება ძალაში 10 დღეში შევა. ახალი ტარიფით, ბელარუსის ტერირორიაზე გამავალი ნავთობსადენით ტონა ნედლეულის გადაქაჩვა რუსეთს ნაცვლად 266,32-სა, 400,98 რუბლი დაუჯდება. გასულ კვირას ბელარუსის ლიდერმა მოსკოვი მინსკზე ზეწოლაში დაადანაშაულა და ღიად განაცხადა, რომ თუ რუსეთი ბელარუსს გაზის ტარიფს არ შეუმცირებდა, საპასუხო ზომებს მიმართავდა.