„ნიუ იორკ თაიმსი“ აშშ-ს ლათინოამერიკულ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. ნომრის წამყვან სტატიაში ნათქვამია, რომ სწორედ ლათინოამერიკელებმა შეიძლება გადაწყვიტონ ქვეყნის მომავალი. „მისი წინასაარჩევნო დაპირება მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობა და ქვეყნიდან 11 მილიონი მიგრანტის დეპორტაციაა. ამიტომ, თითოეულმა ლათინოამერიკელმა ჰილარი კლინტონს უნდა მისცეს ხმა,“-ვკითხულობთ „ნიუ იორკ თაიმსში.“