შეერთებული შტატები რუსეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ყირიმელი თათრების პარლამენტის გაუქმების შესახებ უკანონოდ მიიჩნევს. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. ქერის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ყირიმელი თათრების მეჯლისი დემოკრატიული ინსტიტუტია და ვაშინგტონი მას ლეგიტიმურ ორგანოდ აფასებს. ყირიმელი თათრების მეჯლისი რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ 29 სექტემბერს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი საქმიანობა აკრძალა.