იტალიის პოლიციამ ვან გოგის ორი დაკარგული ტილო იპოვა. „ზღვა სხევინენგენში“ და „ეკლესია ნიუნენეში“ 2002 წელს ამსეტრდამის მუზეუმიდან მოიპარეს. პოლიციის ვერსიით, 14 წლის წინანდელ ძარცვაში ნეაპოლიტანური მაფიის ხელი ურევია. ქურდები მუზეუმში კიბით შეიპარნენ. ტილოების ღირებულება მილიონობით ევროა, ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე კი მიიჩნევს, რომ ისინი საერთოდ შეუფასებელია. ჯერჯერობით უცნობია, ვან გოგის ტილოები ამსტერდამის მუზეუმს როდის დაუბრუნდება.