რუსეთის საელჩო ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ამის მიზეზი ექსტრემისტთა მუქარა გახდა, რომლებმაც 30 სექტემბერი „შურისძიებისა და პროტესტის დღედ“ გამოაცხადეს. საელჩოს პრეს-მდივანმა უკვე მოუწოდა ამერიკაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ. რუსეთის მიმართ ისლამისტთა უკმაყოფილება მას შემდეგ გაიზარდა, რაც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ასადის რეჟიმმა ალეპოზე მასირებული იერიში დაიწყო. ზავის რეჟიმი სირიაში 19 სექტემბერს დაირღვა.