ქართველი და პოლონელი არქეოლოგების ჯგუფმა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბეშთაშენში (წალკის რაიონი) უძველესი სამარხის გათხრებისას ორი უთაო ჩონჩხი და ლანგარზე დადებული თავის ქალა აღმოაჩინა.
გათხრები ამ ზაფხულს მიმდინარეობდა. განსაკუთრებული ყურადღება ორმაგმა სამარხმა მიიქცია, რომელიშიც ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი იყო დაკრძალული. ორივე ჩონჩხი ემბრიონის პოზაში, ერთმანეთის მიყოლებით იწვა. მეორე სამარხში მხოლოდ ქალის თავი აღმოჩნდა. გარდაცვლილის ასაკი დაახლოებით 17-27 წელი ოყო, თავის ქალა ბრტყელ ლანგარზე იდო, რომლის გარშემოც რამდენიმე ჭურჭელი იდო და მძივები იყო გაბნეული.