ფილიპინების პრეზიდენტმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. როდრიგო დუტერტემ თავი ჰიტლერს შეადარა.
„მზად ვარ გავუსწორდე ნარკოტიკებით მოვაჭრეებსა და ნარკოდამოკიდებულებს ისე, როგორც ადოლფ ჰიტლერი ებრაელებს უსწორდებოდა. თუ გერმანიას ჰყავდა ჰიტლერი, ის ფილიპინებსაც ეყოლება,“-აღნიშნა ფილიპინების ლიდერმა.
დუტერტეს დასავლეთი ნარკომაფიასთან ბრძოლის მიუღებელი მეთოდების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების შელახვაში ადანაშაულებს. ამის გამო ფილიპინების ლიდერმა ბარაქ ობამა და ბან კი მუნი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით არაერთხელ მოიხსენია.