ნოვაკ ჯოკოვიჩმა პეკინის "მასტერსში" თამაშს ვერ შეძლებს. ამის მიზეზი მაჯის ტრავმა გახდა, რომელიც მსოფლიო პირველმა ჩოგანმა ვარჯიშზე მიიღო.
"ვწუხვარ, მაგრამ წელს პეკინში თამაში არ შემიძლია. მაჯის ტრავმა ჯერ ვერ მოვირჩინე და ექიმებისგან მკაცრი რეკომენდაცია მივიღე, ტურნირებზე არ გამოვიდე. პეკინის ტურნირი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია ჩემთვის, რადგანაც მასზე დიდ წარმატებას მივაღწიე. ტიტულის მოგება ექვსჯერ მოვახერხე. მიყვარს ჩინელი გულშემატკივრების წინაშე თამაში და მოუთმენლად ველი აქ დაბრუნებას", - აცხადებს სერბი ჩოგბურთელი.