თუ შეერთებული შტატები სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობას შეწვეტს, ამით ტერორისტებს დიდ ძღვენს მიართმევს. ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მუქარას. „ჯერჯერობით ეს შეიძლება უბრალო მუქარად ჟღერდეს, მაგრამ თუკი ვაშინგტონი რეალურად შეწყვეტს ჩვენთან თანამშრომლობას, ამით ისლამისტ მებრძოლებს შეიფარებს და ეჭვგარეშეა, ტერორისტებს ქუჩებში დიდი ზეიმი ექნებათ,“-აღნიშნა ზახაროვამ. გვიან ღამით ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ღიად განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან სირიის საკითხზე მოლაპარაკების შეწყვეტას აპირებს.