მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ნიუ ჯერსიში. ქალაქ ჰობოკენში სამგზავრო მატარებელი ვაგზლის პლატფორმას შეეჯახა. ინციდენტის შედეგად 100-მდე მგზავრი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილას ამ წუთებშიც გრძელდება. თვითმხილველთა თქმით, სადგურში შესვლისას მატარებელს სიჩქარე არ შეუნელებია. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.