აშშ პრეზიდენტი წინააღმდეგი არ არის, მისმა ქალიშვილებმა ჯარში იმსახურონ. ამის შესახებ ბარაქ ობამამ ფორტ-ლის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას განაცხადა.
„თუ საშა და მალია ჯარში წასვლას მოინდომებენ, საწინააღმდეგო არაფერი მექნება. როდესაც ვიეტნამის ომი დასრულდა, თავს არავინ გვესხმოდა და ამის აუცილებლობა არ იყო, თორემ სამხედრო სამსახურს აუცილებლად მოვიხდიდი. რა თქმა უნდა, ყველა მშობელს უნდა შვილებმა მთელი ცხოვრება პიჯამოებში გაატარონ, მაგრამ თუ ჩემი შვილები ჯარში წავლენ, ამით ამაყი ვიქნები,“-განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.