იაპონიის მთავრობამ მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრის შესახებ აცნობა. კომპიუტერული გრაფიკით აწყობილი სიმულაციური ვიდეორგოლის გავრცელების მიზანი სტიქიისთვის მოქალაქეების მომზადება იყო. ბუნებრივი კატასტროფების მართვის ჯგუფის ანგარიშის თანახმად, ტოკიოსა და იაპონიის ცენტრალურ რეგიონში 7-9 მაგნიტუდის მიწისძვრაა მოსალოდნელი. 13 წუთიანი ვიდეოში ნაჩვენებია მოვლენათა შესაძლო განვითარება. ანალიტიკური ჯგუფის შეფასებით, შესაძლოა განადგურდეს 610 ათაზე მეტი შენობა-ნაგებობა, გაითიშოს კომუნიკაცია, მსხვერპლმა კი ათობით ათას ადამიანს გადააჭარბოს. პრევენციის მიზნით, ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, სულ მცირე, 3დღის სამყოფი წყალი და სურსათი მოიმზადონ.