1 ოქტომბერს, 18.00 საათზე, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი „ერთ არწივის ორი ფრთა ხართ... ფანდურო და აფხიარცა“.
კონცერტში მონაწილეობენ: საქართველოს სახალხო არტისტი ელდარ გეწაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები დარეჯან მახაშვილი, თემურ ელიავა, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ნატალია ჭანტურიშვილი, კომპოზიტორები ლელა მაქარაშვილი, ლალი საბანაძე, გოგი შავერზაშვილი, ლევან ტაბატაძე, მაგდა ჭიჭიაშვილი, ალექსანდრე თიბელიშვილი, თამთა კორძაია, ზაზა ხამათაშვილი, ნონა და ირაკლი კორიფაძეები, სიმებიანი კვარტეტი „იბერი“, აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია, სოლისტები სოფიო ქირია, თორნიკე მანწკავა.
საღამო მიჰყავს მუსიკათმცოდნეს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ მარიკა ნადარეიშვილს.