ჩინეთის სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა დამეწყრილი ზონიდან 15 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 32 ადამიანი. ყველაზე მეტად ტროპიკულმა შტორმმა მეგიმ სოდელი სუკინი დააზარალა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ათობით სახლი დაფარა.