მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ საქართველოში დაბადებულ 68 წლის მოშე მირილაშვილს ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციისთვის 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც BBC იტყობინება, მირილაშვილი ნარკოტიკის შემცველ ტკივილგამაყუჩებელ სოქსიკოდონს ყიდიდა, რომელსაც ყოველწლიურად 13 მილიონი ამერიკელი მოიხმარს. დამატებითი სასჯელის სახით სასამართლომ ბრალდებულს 2 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. მირილაშვილის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 1,75 მილიონი დოლარი ამოიღეს.