ბერდ პიტმა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე ანალიზები საკუთარი სურვილით ჩააბარა. გამოცემა „თი-ემ-ზეტ“-ის ინფორმაციით, ამით მსახიობს უფროსი ვაჟის მიმართ აგრესიის შესახებ გაჩენილი ეჭვების გაქარწყლება სურს. ვარსკვლავური წყვილის განქორწინების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ბავშვების მიმართ უხეშობა გახდა. განქორწინებაზე განცხადება ანჯელინა ჯოლიმ სასამართლოში 19 სექტემბერს შეიტანა.