რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი „გუგლის“ საძიებო სისტემას ბრალდებებს უყენებს. დონალდ ტრამპის თქმით, „გუგლი“ ჰილარი კლინტონის შესახებ უარყოფით სიახლეებს არ აჩვენებს და მომხმარებელს მხოლოდ დადებით შეფასებებს სთავაზობს, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს. პირველად ანალოგიური თეორია ზაფხულში ვებგვერდ „სორსფედ“-ზე გაჩნდა, მოგვიანებით კი ის მონდომებით აიტაცა რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკმაც.“ ინტერნეტკომპანია „გუგლის“ წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საძიებო ვებგვერდის სამუშაო ალგორითმში არავინ ერევა.