შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონგრესის მიერ ვეტოს დაძლევით იმედგაცრუებულია და სენატორების გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს. მისი თქმით, კანონპროექტის მხარდაჭერა და სასამართლო იმუნიტეტის მოხსნა იმას ნიშნავს, რომ მომავალში არც ამერიკელი სამხედროების საქმეზეა გამოძიების დაწყება გამორიცხული. გვიან რამით სენატორებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს საუდის არაბეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას აძლევს. ბარაკ ობამას განმარტებით, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, საუდის არაბეთიც დაიტოვებს ამერიკელების წინააღმდეგ ანალოგიური ზომების მიღების უფლებას.