ვაშინგტონი რუსეთს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის ქმედებებს სირიაში ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა მასშტაბური ტერორისტული აქტებით უპასუხონ. ტერაქტები შესაძლოა არამხოლოდ სირიაში ბაზირებულ რუსულ ჯარებზე, არამედ რუსეთის დიდ ქალაქებშიც განხორციელდეს.