საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის მერიის თანამშრომლობის შედეგად, 2016 წლის 18-20 ოქტომბერს, თბილისში, ორ კონცერტს გამართავს იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. კონცერტს უდირიჟორებს ცნობილი ქართველი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ხოლო სოლისტი იქნება ასევე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე თორაძე. საღამოებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზები უმასპინძლებს.
იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტთან დაკავშირებით 2016 წლის 29 სექტემბერს, ხუთშაბათს, 17.00 სთ-ზე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში (ჭავჭავაძის პრ. #35) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მისი აღმატებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თბილისის მერი დავით ნარმანია და მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.
იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი პირველი უცხოური სიმფონიური ორკესტრია, რომელიც კონცერტებს გამართავს თბილისში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, 1991 წლიდან მოყოლებული.