აშშ კონგრესმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საუბარია 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშრებით კანონპროექტზე, რომელის მიხედვითაც, 11 სექტემბრის ტერაქტებისას დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახებს საშუალება მიეცემათ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით საუდის არაბეთს უჩივლონ. კანონპროექტს მხარი 338 მა სენატორმა დაუჭირა, 74 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭსყრის შემდეგ კანონი ძალაში შედის. კანონპროექტის წინააღმდეგ ბარაქ ობამას საკუთარი პოზიცია ჰქონდა. პრეზიდენტი აცხადებდა, რომ საკანონმდებლო აქტის მიღების შემდეგ უცხოეთში მცხოვრები აშშ მოქალაქეები ლეგალური რისკების წინაშე აღმოჩნდებოდნენ.