შეერთებული შტატები ერაყში დამატებით 600 ჯარისკაცს გაგზავნის. თავდაცვის მდივნის, ეშტონ კარტერის განცხადებით, ამ საკითხზე კომენტარს პრეზიდენტი ობამა დღეს გააკეთებს. პენტაგონში განმარტავენ, რომ ამერიკელი ჯარისკაცების მისია ერაყელი სამხედროების გაწვრთნა და მათთვის კონსულტაციების გაწევა იქნება. 600 ინსტრუქტორი ქალაქ მოსულიდან 65 კილომეტრით დაშორებით მდებარე ბაზაზე განთავსდება. მოსულს ისლამისტები უკვე წელიწადზე მეტია, აკონტროლებენ.