მალაიზიული თვითმრინავის ჩამოგდების შესახებ უცხოელ ექსპერტთა მიერ მომზადებულ დასკვნას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. საგანგებო განცხადება ლავროვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელა მარია ზახაროვამ გააკეთა.
“ჰოლანდიის პროკურატურამ თვითონ გამოიგონა დამნაშავეები და გამოძიების სასურველი შედეგები დადო. მათ მიერ ჩატარებული გამოძიება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ჩვენ ვთავაზობდით მათ ერთობლივი, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული გამოძიების ჩატარებას, რაზეც უარი თქვეს, უკრაინელი ექსპერტები კი გამოძიებაში უპრობლემოდ ჩართეს,“-აღნიშნა ზახაროვამ.
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, 2014 წელს დონბასში სამგზავრო თვითმდრინავი რუსული ბუკის სისტემით ჩამოაგდეს, რაკეტის გასროლა პრორუს სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი რაიონიდან განხორციელდა, საზენიტო-სარაკეტო სისტემები კი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან შეიტანეს.
მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 დონბასში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა.