საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები დღეს ფინეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ფინეთის ნაკრებს გარდა ქვეჯგუფში შვედეთი და ბულგარეთი არიან. პირველ შეხვედრას ქართველები ბულგარეთის ნაკრებთან გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 15:00-ზე დაიწყება. მომდევნო შეხვედრა 30 სექტემბერს მასპინძელ ფინეთთან გაიმართება, 3 ოქტომბერს კი ქართველები შვედეთს დაუპირისპირდებიან.. ელიტრაუნდის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.