სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. ქალაქის ისტორიული ნაწილი ამჟამად ამბოხებულების კონტროლ ქვეშაა. ოფიციალური დამასკოს განცხადებით, სირიელმა სამხედრობმა უკვე აიღეს ალეპოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ალ ფარაფირას რაიონი. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ანტისამთავრობო ძალები. მათი მტკიცებით, ასადის არმიამ უკან დაიხია.