ერაყის დედაქალაქში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ბაღდადის შიიტურ რაიონებში მომხდარ აფეთქებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. ალ-ჯადიდის რაიონში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. მოგვიანებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაიას რაიონში ამოქმედდა.