თელავივში 94 წლის ასაკში ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი გარდაიცვალა. ებრაული პოლიტიკის ვეტერანის ჯანმრთელობა გადატანილი ინსულტის შემდეგ გაუარესდა. 13 სექტემბრიდან ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. პრეზიდენტის პოსტი პერესს 2007-2014 წლებში ეკავა. 1994 წელს ის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.