ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა შარლიზ ტერონმა 16 კილოგრამი მოიმატა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს. მსახიობს ამჟამად ფილმ Tully-ში იღებენ. გადაღებები ვანკუვერში მიმდინარეობს. ახალ ფოტოში შარლიზი საკმაოდ მომატებული ჩანს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზედმეტი კულოგრამები ახალმა როლმა მოითხოვა, თუ ის გრიმიორებმა შეალამაზეს. ფილმ „მონსტრის“ გადაღებისას მსახიობმა გარეგნობა ერთხელ უკვე შეიცვალა. როლმა მას ოსკარი მოუტანა.