მადრიდის რეალის თავკაცმა კრიშტიანო რონალდოსთან კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.
„ყველაფერი რიგზეა. რონალდო პირველი არ არის, ვისაც მოედნიდან გამოყვანა არ სიამოვნებს, მაგრამ კონფლიქტმა უკვე ჩაიარა და ჩვენ მომავალ თამაშზე ვართ ორიენტირებულნი. არავინ არავისზე აღარ არის ნაწყენი, რადგანაც ჩვენ, მეც და კრიშტიანოც ჭკვიანი ადამიანები ვართ და საერთო მიზნები გვაქვს,“-აღნიშნა ზინედინ ზიდანმა.
ინციდენტი მადრიდის რეალისა და ლას-პალმასის მატჩის მსვლელობისას მოხდა, როდესაც ზიდანმა რონალდუ მოედნიდან გაიყვანა. ამის გამო მადრიდელთა ფორვარდმა მწვრთნელი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.