თბილისის დინამოს მწვრთნელი იურაი იარაბეკი პოსტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობა იტყობინება. როგორც დინამოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება კლუბის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენებ არასასურველ შედეგს უკავშირდება. ამ ეტაპზე დინამოს თამაზ სამხარაძე გაწვრთნის, მის ასისტენტად კი დავით ჭიჭვეიშვილი დაინიშნა.