საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და თიბისი ბანკის დაფინანსებით „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი იწყება.
პროექტი პირველ ეტაპზე ნიკო ფიროსმანაშვილის ორი ნამუშევრის : „თამარ მეფის“ და „შოთა რუსთაველის“ სრულ რესტავრაციას გულისხმობს.
ნამუშევრები ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის.
28 სექტემბერს, 14:30 საათზე, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში (ფიროსმანის ქ.28)
ეს ნამუშევრები რამდენიმე საათით დაინტერესებული საზოგადოებისთვის განთავსდება.