თურქეთის დაზვერვის სამსახურიდან 87 თანამშრომელი დაითხოვეს. ისინი ანკარის მიერ სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებულ ფეტულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. 32 მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 15 ივლისს უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურების წმენდა დაიწყო.