ტაივანის სანაპიროებს ტროპიკული შტორმი „მეგი“ უახლოვდება. ქარიშხლის სიცქარე ამ დროისათვის წამში 43 მეტრს აღწევს. მოსალოდნელი სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი სპეციალურ თავშესაფრებში გადაიყვანეს. დროებით შეჩერდა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლაც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საივანს სტიქია მეორედ უტევს. სექტემბრის დასაწყისში ძლიერმა შორმმა 28 ადამიანი იმსხვერპლა.