თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა წიგნი „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა, ისტორია, თანამედროვეობა", რომლის პრეზენტაცია გაიმართება 28 სექტემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
მეცნიერებთან, შრიფტის სპეციალისტებთან, კოლექციონერებთან, მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, არქივებთან თხუთმეტწლიანი შრომის შედეგია წიგნი - „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“. იგი ასახავს ქართული დამწერლობის განვითარების გზას პირველი პალეოგრაფიული ძეგლებიდან უახლეს შრიფტებამდე.