ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატთა პირველ დებატებზე დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონი სახელმწიფო საიდუმლოს გაცემაში დაადანაშაულა. რესპუბლიკელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი დემოკრატი კანდიდატი საიდუმლო ინფორმაციას „ისლამურ სახელმწიფოს გადასცემს.“ ტრამპის ამ განცხადებამ აუდიტორია გაამხიარულა. ჰილარი კლინტონმა კი კონკურენტის ბრალდებას მოკლე რეპლიკით უპასუხა: „როგორც ჩანს, დღეს აქ მე ყველა სასიკვდილო ცოდვაში დამადანაშაულებენ.“ „რატომაც არა?!“-უპასუხა ტრამპმა.